ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში ზაქარია მაისურაძის, პატარა ტბის, ვლადიმერ ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელი კლდე, ჩინთი, ფიჭვიანი, გურგალველი, კენჭაკლდე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი, ზემო ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი ქანდა, ქსანი, ციხისძირი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 15:50-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, ჯიღაურა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნავდარაანთკარი, ცხვარიჭამია, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.