გალტ & თაგარტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა

გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (Women’s Empowerment Principles – WEPs) ხელმომწერი კომპანია გახდა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხედვებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით.

WEPs გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კომპანიებს სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად სახელმძღვანელო მითითებებს სთავაზობს. ამ პრინციპებზე ხელმოწერით, გალტ & თაგარტი იღებს ვალდებულებას, კიდევ უფრო გააძლიეროს ქალთა როლი და მონაწილეობა ყველა დონეზე.

„Galt & Taggart-ში, საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკში, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი პროექტისა და მიღწევის უკან უფრო დიდი მიზანია - ხელი შევუწყოთ უკეთესი და უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, „ვქმნით შესაძლებლობებს“ მხოლოდ ჩვენი სლოგანი არ არის, ეს არის მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვუყურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ადამიანებისა და პროგრესის წინაშე. რადგან ქალები ჩვენი სამუშაო ძალისა და მენეჯმენტის 50%-ზე მეტს შეადგენენ, გენდერული თანასწორობა ჩვენი კულტურის ნაწილია და არა მომავლის ამბიცია. ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სამუშაო ადგილისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ყველა დასაქმებულს აქვს კომპანიის მხარდაჭერა კარიერული განვითარების, ლიდერობისა და წარმატების მიღწევის გზაზე”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილემ.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს