1 ივლისს, ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, Hotsale.ge-ის პარტნიორ "დრიმლენდ ოაზისში" გრანდიოზული საღამო "ზღვასთან ერთად" გაიმართება

Hotsale.ge აგ­რძე­ლებს თქვენთვის სა­უ­კე­თე­სო სა­ზა­ფხუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე ზრუნ­ვას და სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი • DREAMLAND OASIS HOTEL-თან ერთად გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს!

1 ივლისს, 2025 წლის ზაფხულის სეზონი „დრიმლენდ ოაზისში“ გრანდიოზული ღონისძიებით — „BY THE SEA / ზღვასთან ერთად“ ოფიციალურად იხსნება.

ღონისძიებაზე სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ:

  • მერაბ სეფაშვილი
  • ლიზა ბაგრატიონი
  • შვიდკაცა
  • გიგი Pianoman

საღამოს ლაშა გურგენიძე გაუძღვება.

ღონისძიებაზე თქვენ გელით სასიამოვნო მუსიკა, სტილი, რომელიც ზღვას განსაკუთრებით უხდება, ახალი გემოების არმოჩენა და ზღვისპირა მაგია - ზაფხულის თავგადასავალი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ!

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ოთხი განსხვავებული ღია აუზით, დააგემოვნონ სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი კოქტეილები და კერძები თემატურ ბარებსა და რესტორნებში.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ესტუმრეთ ბმულს

Dreamland Oasis Chakvi გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და დამსვენებლის კომფორტზეა ორიენტირებული.

Dreamland Oasis Chakvi — პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც მდებარეობს ჩაქვში, შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში. ოაზისი გარშემორტყმულია აჭარისთვის დამახასიათებელი უნიკალური ლანდშაფტით. იგი აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზებს, კეთილმოწყობილ სანაპიროს, თემატურ ბარებსა და რესტორნებს, გასართობ ცენტრებსა და მასშტაბურ აკვაპარკს — ყველაფერს, რაც სრულფასოვანი დასვენებისთვისაა საჭირო.

მრავალფეროვანი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ასაკ­სა და კა­ტე­გო­რი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი, ამ კომ­პლექსს აჭა­რის რე­გი­ონ­ში ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­ულს და უკონკურენტოს ხდის.

კომპლექსი გამოირჩევა კვების ობიექტების მრავალფეროვნებითა და თემატურობით, რაც თითოეულ სტუმარს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. დამსვენებლებს არ სჭირდებათ ტერიტორიის დატოვება დამატებითი სერვისების მისაღებად — ყველაფერი ადგილზეა ხელმისაწვდომი: აფთიაქი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, საბავშვო ბაღი და ყველა საჭირო მომსახურება, რაც შეიძლება ადამიანს დასვენების დროს დასჭირდეს.

Hotsale.ge-ის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღალი დონის დასვენებით ზღვის პირას, ჩაქვში, განსაკუთრებული დანაზოგით და თავიანთი ზაფხულის დღეები კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადონ.

სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი • DREAMLAND OASIS HOTEL-ის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს