თსუ-სა და ტუშას (იტალია) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტს (იტალია) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი — როგორც თსუ-ის, ასევე ტუშას უნივერსიტეტის. მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებში. დოკუმენტში ასევე საუბარია გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე ქვეყნის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ტუშას უნივერსიტეტი იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია, განსაკუთრებით არქეოლოგიის მიმართულებით.

„იტალიის ეს რეგიონი ცნობილია თავისი მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობით — ეტრუსკული ცივილიზაციიდან მოყოლებული რომაული და შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას იტალიაში, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან ტუშას უნივერსიტეტში და ჩაერთვებიან კონკრეტული ძეგლების არქეოლოგიურ კვლევაში. ანალოგიურად, ტუშას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ისწავლიან თსუ-ში და მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგიურ გათხრებში საქართველოში. ეს პროცესი ხელს უწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაძლიერებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მომდევნო ეტაპზე, უნივერსიტეტები გაფორმებენ შეთანხმებას, რომელიც დაარეგულირებს ორმაგი ხარისხის პროგრამასთან დაკავშირებულ სასწავლო კურსებსა და აქტივობებს. სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, რომელიც ორივე უნივერსიტეტში ყოველწლიურად გამოცხადდება. კანდიდატები ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობას მიიღებენ და ერთ სემესტრს მასპინძელ უნივერსიტეტში გაატარებენ.

თსუ-ის დელეგაცია რექტორ ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ტუშას უნივერსიტეტს ესტუმრა ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მემორანდუმს და დაიგეგმა შემდგომი აქტიური თანამშრომლობა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს