რობერტო მონტელა - ვაკეთებთ განცხადებებს, შევდივართ დიალოგში, ეს არის ჩვენი მანდატი, თუ ვინმე არასწორად იქცევა, უნდა ვუთხრათ: „თქვენ არასწორად იქცევით და უნდა გამოასწოროთ“ - შევინარჩუნოთ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არავინაა მასწავლებელი და მოსწავლე

მოდით, შევინარჩუნოთ ეუთო-ს სულისკვეთება ისეთად, როგორიც არის და ამ ორგანიზაციაში ნამდვილად არავინაა მასწავლებელი და მოსწავლე, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ განაცხადა პრესკონფერენციაზე, სადაც ასამბლეის ხუთდღიანი მუშაობა შეაჯამა.

მან ეუთო-ს მანდატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციაში ტექნიკურად არ არსებობს ვინმეს გარიცხვის, დიალოგში არ ჩართვის ინსტრუმენტები.

„ეუთო არ არის ერთნაირი მოსაზრებების მქონე ქვეყნების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, ჩვენ არ ვართ მოკავშირეები. ეს არის 1975 წელს, მტრების მიერ შექმნილი ორგანიზაცია - იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემები ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც ერთმანეთთან უთანხმოებები აქვთ. მაგრამ ამ ორგანიზაციაში ტექნიკურად არ გვაქვს ვინმეს გარიცხვის, დიალოგში არ ჩართვის ინსტრუმენტები. თუ მხოლოდ იმ ქვეყნებს დაველაპარაკებით, რომლებიც უმწიკვლოდ ასრულებენ ეუთოს ვალდებულებებს... იტალიაში არის სიმღერა „4 მეგობარი ბარში“, ჩვენც იქ ვიქნებით - მხოლოდ 4-5 ქვეყანა შევხვდებით ერთმანეთს. მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები. ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია. ზოგი ძლიერად, დრამატულადაც არღვევს ვალდებულებებს და ეს უნდა ვუთხრათ და არიან ისინი, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს.

მაგრამ ეუთო-ში გვაქვს შემდეგი ინსტრუმენტები: ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ჩვენ შევდივართ დიალოგში. ეს არის ჩვენი მანდატი. თუ ვინმე არასწორად იქცევა, ჩვენ უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: „თქვენ არასწორად იქცევით და ეს უნდა გამოასწოროთ“. ეს არის ჩვენი ამოცანა. ვიცი, რომ დიალოგი ახლა პოპულარული სიტყვა არ არის და ამ დიალოგის დროც განსჯის საგანია. მაგრამ ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. შეგვიძლია სხვა ტიპის პლატფორმა ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ასეთი ორგანიზაციები ხომ უკვე არსებობს და მათ ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობები აქვთ.

თუ ვინმეს მხოლოდ ძალის ენა ესმის, მაშინ ალტერნატივაა გამოიყენოთ ძალა. თუ ამბობთ, რომ ძალას ვერ გამოიყენებთ, მაშინ ნუ სთხოვთ სხვა ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, ძალის გამოყენებას, იმიტომ, რომ მას ეს ძალა არ აქვს. მათ, ვისაც ძალა აქვთ, მისი გამოყენება არ სურთ. და მერე მათ, ვინც სხვა ტიპის შეთანხმებების მისაღწევად შეიქმნა, ეუბნებიან: „არა, თქვენ გამოიყენეთ ძალა“. ეს უსამართლო და არაეფექტიანია, იმიტომ რომ ჩვენ შედეგის მისაღწევად შაესაძლებლობები არ გვაქვს. ამიტომ, მოდით შევინარჩუნოთ ეუთო-ს სულისკვეთება ისეთად, როგორიც არის და ამ ორგანიზაციაში ნამდვილად არავინაა მასწავლებელი და მოსწავლე“, - განაცხადა მონტელამ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა