Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო sub-custodian ბანკები მსოფლიოს შვიდ რეგიონსა და 83 ქვეყანაში დაასახელა. დაჯილდოების ფარგლებში, „საქართველოს ბანკმა“ ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკის აღიარება მიიღო.

„Sub-custodian ბანკების როლი სტრატეგიულად სულ უფრო მნიშვნელოვანი და ტექნოლოგიური ხდება. ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისა და გლობალური ფინანსური ოპერაციების მნიშვნელობის ზრდის გამო, ეს მიმართულება ფინანსური სექტორისთვის შეუცვლელი ხდება. Global Finance-ის ამ დაჯილდოებით ვაღიარებთ ინსტიტუტებს, რომლებიც კასტოდიან სერვისების მაღალი სტანდარტების დამკვიდრების კუთხით ლიდერობენ“, - აღნიშნა გამოცემის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი საუკეთესო sub-custodian ბანკების დაჯილდოებაში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას და ამ წლების განმავლობაში ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო sub-custodian ბანკად დაასახელა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი ხარისხის, სანდო და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შექმნისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვავითარებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და რაც მთავარია, არ ვჩერდებით, რათა კიდევ უფრო მეტი ინოვაცია დავნერგოთ ამ მიმართულებით” – აღნიშნა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ.

გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ბაზრის სიღრმისეული კვლევების შედეგები, ისე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები. აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად კონკრეტული კრიტერიუმები დადგინდა, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილების დონე, სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენება, ბიზნესის მდგრადობის სტრატეგია, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა.

ინფორმაციისთვის, კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი კი წამყვანი sub-custodian ბანკია ქვეყნის მასშტაბით და იგი მომხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს