ფოთიდან ევროპისკენ ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის ექსპორტი განხორციელდა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წარმატებით დაამუშავა ქართული წარმოშობის სპილენძის კონცენტრატის პირველი პარტია, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს რეგიონულ სავაჭრო-ლოგისტიკურ ჯაჭვში“,- ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, 6, 500 ტონა უსაფრთხოდ შეფუთული სპილენძის კონცენტრატი ფოთის საზღვაო ნავსადგურში სარკინიგზო ხაზით იქნა შემოტანილი, დასაწყობდა და ევროპის მიმართულებით გაიგზავნა.

ამასთან, განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაზიდვა ფართო პარტნიორობის ნაწილია „ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ და შიდა საკონტეინერო ტერმინალ KCB Alliance-ს შორის. აღნიშნული თანამშრომლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მიზნად ისახავს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს რეგულარულ გადაზიდვებსა და მჭიდრო კოორდინაციას.

როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი, იენ როლინსონი აღნიშნავს, ეს ერთჯერადი გადაზიდვა არ არის.

„ჩვენ მზად ვართ, ფოთის საზღვაო ნავსადგური გახდეს მნიშვნელოვანი კარიბჭე როგორც ქართული, ისე ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის ევროპის მიმართულებით. ამავდროულად, ვაფასებთ მომხმარებლებთან მჭიდრო პარტნიორობასა და ჩვენ მიმართ ნდობას, რათა მათი ტვირთი უსაფრთხოდ და დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილას“,- აღნიშნავს იენ როლინსონი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ცენტრალურ სარკინიგზო ხაზთან კავშირი, დასაწყობების შესაძლებლობა და ტვირთის ეფექტური დამუშავების პროცესი, ამყარებს მის, როგორც სანდო ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას ნაყარი და კონტეინერიზებული ტვირთებისთვის.

„ამასთან, კომპანიის განვითარებისა და გაფართოების გეგმა რჩება უცვლელი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ფოთის როლს აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს