ვალერი ჩეჩელაშვილი - ევროპასთან და აშშ-სთან იმ ხარისხის ურთიერთობები რომ გვქონდეს, რაც თუნდაც 3 წლის წინ გვქონდა, სირიის ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევა მარტივად გადაწყდებოდა

ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროპასთან და აშშ-სთან იმ ხარისხის ურთიერთობები რომ გვქონდეს, რა ურთიერთობაც თუნდაც სამი წლის წინ გვქონდა, სირიის ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩეჩელაშვილმა ამ კონტექსტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული “პორტოს დეკლარაციის“ ის ნაწილი შეაფასა, სადაც OSCE PA სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების “დამოუკიდებლობის“ აღიარება გაიწვიოს.

ჩეჩელაშვილის თქმით, გასაკვირია, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობა თავად არ მიმართავს პირდაპირ არხებს, რათა პროცესი დაძრას.

„რეზოლუციაში აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებული ჩანაწერი ადასტურებს თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ - მტერი. საქართველოს მეგობარი ქვეყნები, იმის მიუხედავად, თუ როგორ კრიტიკას აყალიბებენ “ქართული ოცნების“ მიმართ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ყველა განცხადებაში უპირობოდ უჭერენ მხარს, რაზეც დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვს პუტინის ადმინისტრაციას. ვიცით ლავროვის განცხადება, რომ 2008 წლის ომის შედეგები არ გადაიხედება და წერტილი!

ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროპასთან და აშშ-სთან იმ ხარისხის ურთიერთობები რომ გვქონდეს, რა ურთიერთობაც თუნდაც სამი წლის წინ გვქონდა, სირიის ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდებოდა. კარგია, რომ ამის თაობაზე თურქეთის მთავრობას სთხოვეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს, ეს დაბრკოლება არ არის. ასეთი რადიკალური ცვლილებების შემდეგ, სავსებით ნორმალური იქნებოდა სირიის მთავრობას მივმართოთ წინადადებით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ და ამ კონტექსტში ჩვენი რეგიონების აღიარების გაწვევა ვთხოვოთ. დიპლომატიური არხები ამისთვის არსებობს და გასაკვირია, რომ “ქართული ოცნება“ ასეთ შესაძლებლობას არ მიმართავს“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ჩეჩელაშვილის შეფასებითვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მკაფიო გამოვლინებაა იმისა, რომ დამოკიდებულება რაც დასავლეთში “ქართული ოცნების“ მიმართ არის, ძლიერდება და “ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, საკმარისი არ არის.

„არის დრო საუბრების და არის დრო ქმედებების! ევროპასა და ვაშინგტონში არის მოლოდინი იმისა, რომ “ქართული ოცნება“ რაღაც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რაც პოლიტიკური კომპრომისებისთვის მის მზადყოფნას დაადასტურებს. ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეთ და ქვეყანაში ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ამის გარეშე გაძლიერდება ის იზოლაციის ნიშნები, რაც საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების“ მიმართ აშკარაა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე