ტეხასში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 ბავშვია - მაშველები 27 დაკარგულ ბავშვს ეძებენ

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები კვლავ ცდილობენ 27 დაკარგული ბავშვის პოვნას აშშ-ის ტეხასის შტატში, მდინარე გვადალუპეს მახლობლად მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკში, რომელიც ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ბანაკი საშინლად განადგურდა და პირობა დადო, რომ სამაშველო ჯგუფები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა დაკარგულ გოგონას იპოვნიან. გუბერნატორმა ყველა ჩართულ სახელმწიფო უწყებას დაავალა, რომ პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ძალისხმევას მიანიჭონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე