ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ბრალდებული გიორგი რამიშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის განცხადებით ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.

რამიშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.

საქმეზე წინასასმართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.

როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნინო ციხისელმა წარადგინა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. როგორც ის აცხადებდა, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს ქმნის დასაბუთბული ვარაუდი, რომ არსებობს მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის საფრთხე. ბრალდებული თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებული პატივს არ ცემს კანონს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მოქმედებების გამო ხშირად იხდის ჯარიმებს.

ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით კი, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მას არ უცდია მიმალვა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს მიუთითებს, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია.

ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით და ის გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე