„ალდაგის“ საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და Bდან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ალდაგის“ საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია.

AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

„AM Best იმედოვნებს, რომ „ალდაგი“ შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით, რომელიც იზომება Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტით (BCAR),“ - წერს სააგენტო.

რეიტინგის გაუმჯობესებით „ალდაგი“ გადავიდა Investment Grade საფეხურზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი საერთაშორისო ბაზარზე სანდო პარტნიორია.

“მოხარული ვართ, რომ „ალდაგის“ საერთაშორისო რეიტინგი, ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიცაა AM Best, კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი B+_ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb- _ით. ეს არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი, დიდი, წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ადასტურებს „ალდაგის“ ლიდერ პოზიციებს და ხაზს უსავმს, რომ არის სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. რეიტინგების გაუმჯობესება ნათლად გამოხატავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიან მენეჯმენტს და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს,” - განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

„ალდაგი“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან, როგორებიცაა: Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო