მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება - რეგისტრაცია დაიწყო

„საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი და ბიზნესის განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონტენტი - ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპია, რომელიც ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება. პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივლისიდან დაიწყო.

პროგრამა ოთხ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. მონაწილეები ვორკშოპებში პროფესიულ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე, პლატფორმაზე – businesscourse.ge ონლაინ კურსებს გაივლიან და გამოცდილ მენტორებთან იმუშავებენ. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიუმჯობესონ უნარები ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ელექტრონული კომერციის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

გარდა ამისა, პროგრამა მეწარმე ქალებს გრანტის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უკვე მეთერთმეტე ნაკადი ჩაერთვება. ამ ინიციატივით, ჩვენ ქალ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ – არა მხოლოდ ცოდნა შეიძინონ და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღონ, არამედ საქმიანი ქსელის ნაწილი გახდნენ და თანამოაზრეები გაიცნონ. პროგრამა მათ ბიზნესიდეების რეალურ, წარმატებულ საქმედ ქცევაში დაეხმარება“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

აღმოაჩინეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივის, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს