ანონსი  18 ივლისი

18 ივლისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

18 ივლისს, 10:30 საათზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

18 ივლისს, 11:00 საათზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარტიის გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სახელით, განცხადებას გააკეთებს.

18 ივლისს, 11:00 საათზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის ვახტანგ სურგულაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: რა პრობლემებს წარმოქმნის ვიზალიბერაზიის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთში სამკურნალოდ მიდიან.

18 ივლისს, 11:00 საათზე, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

მის: მაჩაბლის ქ.#11

საკონტაქტო - 599 58 00 01

18 ივლისს, 13:00 საათზე, „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „რას მოიტანს არჩევნებში მონაწილეობა და რა არჩევანი აქვს ოპოზიციას - სრული ბოიკოტი და ბრძოლა, თუ ივანიშვილის რეჟიმთან ირიბი თანამშრომლობა?“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 21, ედპ-ის ოფისი

18 ივლისს, 13:00 საათზე, ადვოკატი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მის: საქალაქო სასამართლო (კანცელარია)

საკონტაქტო: არჩილ ჭიჭინაძე - 550 05 06 93

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს