თბილისში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება - პროექტის მთავარი სპონსორია „საქართველოს ბანკი“

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება. სასკოლო ლიგამ წელს საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო და მასში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში — შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა.

გუნდები ერთიან ჯგუფში ასპარეზობდნენ. დაძაბულმა შეხვედრებმა 1/8 ფინალში საუკეთესო 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც შემდეგ 1/4 ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ფინალის საგზური კი ორმა გამორჩეულმა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან: თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები. ფინალში გასული გუნდები ერთმანეთს 21 ივლისს დაუპირისპირდებიან და მათგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულსაც მოიპოვებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს