რაულ ქირიამ "ევროპის უნივერსიტეტის" ახლად არჩეულ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ ახლად არჩეულ თვითმმართველობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსგავსი ტიპის შეხვედრები უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მომდევნო სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე, იმსჯელეს მასშტაბური მულტიკულტურული ღონისძიების ჩატარების შესახებ.

თვითმმართველობის წევრებმა თავის მხრივ წარმოადგინეს იდეები, რომელიც უცხოელი სტუდენტების კულტურულ ინტეგრაციას შეეხება და გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი ტიპის შეხვედრები უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება, რომელიც სტუდენტთა საჭიროებებზეა ორიენტირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს