ტაილანდისა და კამბოჯის ჯარისკაცებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ტაილანდისა და კამბოჯის ჯარისკაცებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტაილანდის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ორი ჯარისკაცი დაშავდა, მას შემდეგ, რაც კამბოჯელმა სამხედროებმა სადავო ტერიტორიაზე მდებარე ტაილანდის არმიის ბაზის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ტაილანდის საპასუხოდ, კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კამბოჯელი სამხედროები თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ, მას შემდეგ, რაც ცეცხლი პირველად ტაილანდელმა ჯარისკაცებმა გახსნეს.

კამბოჯის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, მალი სოჩეატამ განაცხადა, რომ „ტაილანდმა კამბოჯის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია“.

ამასთან, საზღვარზე ნაღმის აფეთქების შედეგად, ტაილანდელი ჯარისკაცის დაშავების შემდეგ, გუშინ ტაილანდმა კამბოჯიდან თავისი ელჩი გაიწვია.

ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაისში საზღვარზე შეტაკებების შედეგად, ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს