„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლების შვილებისთვის საზაფხულო სკოლის პროექტი განხორციელდა

უკვე მეორე წელია, რაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ თანამშრომლების შვილებისთვის საზაფხულო სკოლას აორგანიზებს. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, ორი კვირის განმავლობაში სკოლის 12 მონაწილე გაეცნო მშობლების საქმიანობას, კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებს, სხვადასხვა დეპარტამენტს და დაესწრო საორიენტაციო სესიებს, რომლებიც სამომავლოდ კარიერის არჩევაში დაეხმარება.

ორკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და ახალი იდეები პრეზენტაციების სახით გააზიარეს.

„ამ პროექტში ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა მიმეღო უნიკალური გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში და გამეცნო ისეთი თემები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პორტის ყოველდღიურობაში. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა თანამშრომლების პროფესიონალიზმი და ის, თუ როგორ ენიჭება დიდი მნიშვნელობა უსაფრთხოებასა და გარემოზე ზრუნვას. ეს პროექტი ჩემთვის იყო არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ინსპირაციის წყაროც — თუ როგორი შეიძლება იყოს პასუხისმგებლიანი და პროგრესული სამუშაო გარემო“, - ამბობს პროექტის მონაწილე ანა ნინუა.

„საზაფხულო სკოლა იყო ძალიან საინტერესო, ყოვლისმომცველი, შემეცნებითი და პროდუქტიული. მივიღე დიდი გამოცდილება და ვისურვებდი, რომ კიდევ მრავალი პროგრამა დაორგანიზდეს იმისათვის, რომ მოხდეს მეტი ადამიანის დაინტერესება და ჩართულობა საპორტო საქმიანობაში“, - დასძენს პროექტის მონაწილე, გიგი გვალია.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, მათი ინიციატივით, საზაფხულო სკოლის პროექტი მომავალშიც გავრცელდება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს