„სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“ – „საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, სასწავლო რესურსების განვითარებას განაგრძობს. პლატფორმა Businesscourse.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი კურსი — „სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“, რომლის ავტორია ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი.

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.

კურსის ძირითადი თემებია:

  • როგორ ვიპოვოთ შთაგონება და როგორ გენერირდება ბიზნესისიდეა;
  • როგორ შევაფასოთ იდეის კონკურენტუნარიანობა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რა ეტაპებია გასავლელი იდეის პრაქტიკულ რეალიზაციამდე;
  • როგორ შევარჩიოთ ბიზნესის იურიდიული ფორმა;
  • რას მოიცავს ფინანსური და ოპერაციული გეგმების საწყისი ეტაპები.

კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.

„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .

გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

(R)

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში