თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ამისთვის, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტი საჭირო აღარ არის.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე ჩაერთონ სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გააქტიურონ სახელფასო ბარათები, დაზოგონ დრო და კიდევ უფრო გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა.

სახელფასო პროექტში ჩასართავად, საკმარისია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ და მათი სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების, ისე - დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელ პირებს“, - ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო გუნდის კაპიტანი.

თიბისის სახელფასო პროექტის და მასში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/payroll .

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო