„სილქის“ მობაილბანკს უკვე 200 000 მომხმარებელი ჰყავს

„სილქის“ მობაილბანკისთვის 200 000 მომხმარებელი უბრალოდ სტატისტიკა არ არის — ეს ნდობის, ერთგულებისა და საერთო მიზნის მაჩვენებელია. სულ რაღაც სამ თვეში ციფრულ ბანკს კიდევ 100 000 მომხმარებელი დაემატა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ სიმბოლურ სიახლესთან დაკავშირდებით კი, „სილქმა“ მე-200 000 მომხმარებელს 200 000 ლოიალობის ქულა გადასცა.

„200 000 მომხმარებელი ჩვენთვის დიდი პროგრესია — მაგრამ არ არის მიზანი, რომლის მიღწევითაც ვჩერდებით.

უკვე ვიწყებთ ახალ ეტაპს: მომხმარებლს კიდევ უფრო დახვეწილი გამოცდილება, მეტი სერვისი და მეტი შესაძლებლობა ელოდებათ. შემდეგი დიდი მიზანი 300 000 მომხმარებლის მიღებაა, და გვჯერა, ამას თქვენთან ერთად მალე მივაღწევთ.

მადლობა, რომ გზას ჩვენთან ერთად აგრძელებთ“, — აღნიშნავენ „სილქში“.

რატომ შეიქმნა „სილქის“ მობაილბანკი?

პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი ისეთი ფინანსური სერვისის შექმნა იყო, რომელიც სწრაფია, ტექნოლოგიურად მოწინავე და, რაც მთავარია, არჩევანის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მოთხოვნების ერთიანობის პრაქტიკული შედეგია „სილქის“ მობაილბანკი — პროდუქტი მათთვის, ვისაც საკუთარი ფინანსების მართვა ტელეფონიდან, უმარტივესი ოპერაციებით სურს.

რეალურად, „სილქის“ მობაილბანკის განვითარება თავიდანვე მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიდიოდა. გუნდი მუდმივად უსმენდა ხალხის საჭიროებებს და უკუკავშირის საფუძველზე მუშაობდა ახალი ფუნქციონალების დამატებაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო სიახლეა მობაილბანკიდან კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობა. შესაბამისად, აღარ არის საჭირო გარე პლატფორმებზე რეგისტრაცია, ტექნიკური ცოდნა ან რთულ ტერმინოლოგიაში გარკვევა — ახლა კრიპტო ყველასთვის ხელმისაწვდომია, მარტივად და უსაფრთხოდ.

„ასეთი წარმატებული ნაბიჯები გვარწმუნებს, რომ სწორი გზა ავირჩიეთ… გზა, სადაც ბანკი მარტივი, მოქნილი და ადამიანზე მორგებული ხდება“, — აღნიშნავენ „სილქში“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს