ლევან სანიკიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო

დღეს ივანიშვილის სათამაშომ და 4 ოქტომბერს დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციის ოპერატორმა ბატონმა გიორგი კალანდარიშვილმა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ნომერ ხუთის ჩამორთმევის შესახებ გვაუწყა, რომელიც ჩემთვის აქამდე გაუგონარ პარტიას „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ უბოძეს. 4 ოქტომბრის ფარსზე ესეც საუკეთესოდ მიუთითებს, სადაც ხუთი ნომერიც კი „ფეიქ“ პარტიას მიანიჭეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

მისი თქმით, პარტიას არ აინტერესებს ცესკო-ს გადაწყვეტილებები და კარგად იაზრებს, თუ რა ბრძოლაში უწევს მონაწილეობის მიღება.

„ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები და ვხედავთ, რა საცოდავ დღეში არიან. გიორგი კალანდარიშვილს გვინდა მივმართოთ, რომ ეს გადაწყვეტილება დააბინაოს იქ, სადაც წარმოუდგენია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ინახება და იქ წულუკიანის დასკვნაც უნდა მოათავსონ აუცილებლად. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რა ბრძოლაშიც ვართ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაათავისუფლოს საქართველო“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული ზომების მიუხედავად, ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეას ვერ აკრძალავენ.

„მათ ეშინიათ ყველაფრის რაც, კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“. მაგრამ იდეას ვერ აკრძალავენ. საარჩევნო ნომრის დაკარგვა არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ჩვენი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე ჰქვია. და ეს სავსებით რეალურია. საქართველო კარგავს ფუნქციას და იდენტობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი დემოკრატიული არჩევნების დროს სტატუს-კვო აღდგება და ხუთი ნომერი დაუბრუნდება მის კანონიერ პატრონს. იქამდე კი ჩვენი ქვეყანაა დასაბრუნებელი. დღეს საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც, ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ.“- განაცხადა მან.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე