საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარებიის განვითარების სააგენტოს „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორების - შპს „გრინნეტისა“, საერთაშორისო ორგანიზაციის „ცისკოს ქსეული აკადემიის“ - ჩართულობით, საქართველოს პროფესიული კოლეჯების მოსწავლეებს შორის IT მხარდამჭერის სპეციალობაში გამართული სტუდენტური ოლიმპიადის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის მიზანია პროფესიული განათლების სფეროში ჩერთულ ახალგაზრდებში IT მხარდაჭერის სპეციალობის პოპულარიზაცია, მათთვის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა და სფეროში ინტერესის გაზრდა, წელს მესამედ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 21 პროფესიული სასწავლებლის, მათ შორის: 14 სახელმწიფო, 3 ა(ა)პი კოლეჯის, 2 კერძო სასწავლებლის და 2 საჯარო სკოლის (ზუგდიდის და ლაგოდეხის), 160-ზე მეტმა სტუდენტმა და მოსწავლემ.

სტუ-ის პროფესორის ზაზა ცირამუას თქმით, სტუდენტური ოლიმპიადის პირველი ტური, ონლაინ რეჟიმში, პროექტში ჩართულ კოლეჯებში ერთდროულად ჩატარდა.თითოეული კოლეჯიდან გამოვლინდა საუკეთესო სტუდენტი, რომლებმაც ფინალურ ტურში მიიღეეს მონაწილეობა. ფინალური ტური, ცოცხალ ფარმატში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც 23-მა ფინალისტმა მიიღო მოანწილეობა.

„IT მხარდაჭერის სპეციალობის პოპულარიზაცია აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ახალგაზრდების უნარების სინქრონიზაციისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ოლიმპიადები კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული განათლების ხარისხის ასამაღლებლად, ისე ახალგაზრდების მოტივაციის გასაზრდელად. მონაწილეები რეალურ სამუშაო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ ამოცანებს ასრულებენ, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოსული სტუდენტები და მოსწავლეები, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთიან პროფესიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას. მადლობა თითოეულ მონაწილეს, კოლეჯების წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზაზა ცირამუამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ფინალურ ტურში გამოვლინდა 4 საუკეთესო სტუდენტი. ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - მამუკა ლაგვილავა, სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“– 99 ქულა; II ადგილი - ნიკა ბურდული, სსიპ “კასპის კოლეჯი” – 98 ქულა; III ადგილი - ნიკოლოზ ეჯიბია, სსიპ კოლეჯი „მერმისი” – 95 ქულა; III ადგილი - ნოდარი ქებურია, სსიპ - კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, 95 ქულა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს