დონალდ ტუსკი - უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთი ვარშავასა და კიევის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ახლა უკრაინაში მიმდინარე ომში გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება, ამიტომ „რუსეთი ყველაფერს აკეთებს კიევისა და ვარშავის დაპირისპირებისთვის“.

„უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია, რომელიც ორგანიზებულია უცხოელი აგენტებისა და ადგილობრივი იდიოტების მიერ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი იძიებს ინციდენტს, რომელიც ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ძეგლთან არის დაკავშირებული. ძეგლზე წითელ-შავი დროშა (უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშა) იყო დახატული და გამოსახული იყო წარწერა: „დიდება უკრაინის მეამბოხეების არმიას“. ასევე, ცოტა ხნის წინ პოლონეთში სკანდალი მოყვა უკრაინის მოქალაქის ქმედებას, რომელმაც წითელ-შავი დროშა ბელარუსი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტზე მიიტანა. გუშინ კი პოლონეთში უკრაინელი ქალი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ამანათის გაგზავნაში დაადანაშაულეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს