საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ტრენინგს ჩაატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის გუნდის და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმროში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდების პროფესიული ზრდას უწყობს ხელს.

„დღევანდელი ინჟინერიული განათლება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ აუდიტორიული გამოცდილებით. თანამედროვე შრომითი ბაზარი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ფლობენ პროფილურ კომპეტენციებს, არამედ იცნობენ ინდუსტრიის დინამიკას, საჭიროებებს და იციან, როგორ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში. სწორედ ასეთ ფორუმებში მონაწილეობა აძლევს სტუდენტებს საშუალებას, შეამოწმონ საკუთარი პროფესიული მზაობა, გაეცნონ სექტორულ მოთხოვნებს და მიიღონ გადაწყვეტილება. ფაკულტეტისთვის ეს არის უკუკავშირის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და შრომითი ბაზრის სწრაფ ცვლილებებზე“, - აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს.

„სტუდენტებისთვის ტრენინგი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კომპანიების ექსპერტების ჩართულობით, როგორიცაა ავსტრია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც პროფესიული, ისე ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით. ამ ფორმატის თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ ინჟინრული პრაქტიკის ევროპული სტანდარტები, ინტეგრირდნენ მრავალპროფილურ გუნდებში. გარდა ამისა, მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს იმ ტიპის ინჟინრის ფორმირებას, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზეც კონკურენტუნარიანია. უნივერსიტეტისთვის ასეთი სტაჟირებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს