ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს

რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ამ ომის ადამიანური ფასი უნდა დასრულდეს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახებს. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს მკაფიო ვალდებულებისთვის, უზრუნველყოს ამ ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე, დაკარგული ბავშვების პრობლემაზე ისაუბრა.

„ევროკომისიის გამორჩეულ და უდიდესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვისაუბრე დაკარგული ბავშვების მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე. ეს ასევე დიდი თემაა ჩემი მეუღლის, მელანიისთვის. ეს თემა ყველა სიის სათავეშია და მსოფლიო ერთად იმუშავებს მის გადასაჭრელად, იმედია, ისინი თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდებიან!“- დაწერა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა