ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიმუშავებთ ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე

დაუღალავად ვმუშაობთ, რათა ყველა ბავშვი სახლში დავაბრუნოთ. იგივე ეხება ჩვენს სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს „ომის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული საკითხისადმი - რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებისადმი - ყურადღებისთვის“.

„ვაფასებთ მის თანაგრძნობას და პუტინისადმი მიწერილ წერილს. ეს საკითხი ომის ჰუმანიტარული ტრაგედიის ცენტრშია - ჩვენი შვილები, დანგრეული ოჯახები, განშორების ტკივილი. სულ მცირე 20 000 ბავშვი წაიყვანეს. ვთხოვე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას მადლიერების წერილი გადაეცა მელანიასთვის. მისი ხმა მნიშვნელოვანია და მისი მზრუნველობა ამ საქმეს ძალას სძენს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, იმუშავებენ ომის ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე.

„დაუღალავად ვმუშაობთ, რათა ყველა ბავშვი სახლში დავაბრუნოთ. იგივე ეხება ომის ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში, ზოგიერთი მათგანი 2014 წლიდან, ძალიან ცუდ პირობებში არიან. ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ გათავისუფლებას საჭიროებს - და ეს მშვიდობის დამყარების ნაწილია. ვიმუშავებთ ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე, მადლიერები ვართ, რომ გვყავს ძლიერი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან“, - წერს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა