ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა