მაგთის მობილური ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესია

მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში, 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მე-6 ადგილი დაიკავა.

https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf

დაფიქსირებული შედეგი მაგთიკომისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წარმატებაა, რომელმაც არა მხოლოდ მაგთი, არამედ საქართველო მაღალი ხარისხის ციფრული ინფრასტრუქტურის მქონე ისეთი ქვეყნების გვერდით დააყენა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი და სინგაპური.

დღეისათვის, მაგთის ქსელი ფარავს საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს, რაც ნიშნავს, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საერთაშორისო ტექნოლოგიური აღიარების გასაზიარებლად, მაგთიმ აბონენტებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

პოპულარული პროდუქტი „საკვირველი დღეები“ განსაკუთრებული პირობებით გამოჩნდა ბაზარზე, სახელით „უსწრაფესი საკვირველი დღეები“, და ინტერნეტზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პაკეტები შესთავაზა აბონენტებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 სხვადასხვა პროდუქტიდან შეარჩიონ საკუთარ გამოცდილებასა და ჩვევაზე მორგებული პაკეტი.

6 000 მბ - 7₾;

60 000 მბ - 23₾;

6 000 მბ + 60 წთ - 9₾;

6 000 მბ + 600 წთ - 15₾;

60 000 მბ + 60 წთ - 25₾;

60 000 მბ + 600 წთ - 30₾.

ახალ აბონენტებს კი კომპანია სთავაზობს აირჩიონ მაგთის ქსელი (დაპორტირდნენ), მიიღონ 6 000 მბ ინტერნეტი საჩუქრად და შეიგრძნონ ინტერნეტის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს უსწრაფეს ქსელებს შორის დასახელდა.

საჩუქრად მიღებული მეგაბაიტების გარდა, პორტირებული აბონენტები დამატებით 6 თვე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით მაგთის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე: ყველაფერი ულიმიტო, ულიმიტო ინტერნეტი და ულიმიტო წუთები.

სანდოობა, ტექნოლოგიური ლიდერობა, საუკეთესო დაფარვა, სიჩქარე და საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაგთი - ხარისხია!

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს