სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის და სტუ-სს კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რევაზ გრიგოლია იყო ალგებრული ლოგიკის გამოჩენილი სპეციალისტი. მან გადაჭრა n-ნიშნა ლუკასევიჩის ლოგიკების და მათი შესაბამისი ალგებრული მოდელების, MVn ალგებრების აქსიომატიზაციის პრობლემა. რევაზ გრიგოლია, იტალიელ მეცნიერ ანტონიო დინოლასთან და სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად, არის თავისუფალი და პროექციული MV და MMV ალგებრების და მათი უნიფიკაციის პრობლემების კვლევებთან დაკავშირებული მრავალი ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია (ა.დინოლასა და ე.ტურუნენთან ერთად) “Fuzzy Logic of Quasi-Truth: An Algebraic Treatment” (2016).

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული მეცნიერის და პედაგოგის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო.

რევაზ გრიგოლია იყო გამორჩეული მეცნიერი, ღირსეული კოლეგა და დამსახურებული პედაგოგი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და განათლების სფეროში. მისი წვლილი კიბერნეტიკის ინსტიტუტის საქმიანობაში და სამეცნიერო სკოლის განვითარებაში ფასდაუდებელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რევაზ გრიგოლიას ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს.

რევაზ გრიგოლიას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემისთვის. მისი ღვაწლი დარჩება როგორც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მისი ხსოვნა კი მომავალი თაობებისთვის იქნება ერთგულებისა და მეცნიერებისადმი თავდადების ნათელი მაგალითი”, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს