არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარ თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ არის განსაზღვრული.

“მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. ამგვარი უფლებამოსილებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში გაწერილი არ არის და მათი მიღება ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა.

აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას, რადგან ჩვენი უფლებები კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე იზღუდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ, 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ამასთან, არასამთავრობოთა შეფასებით, მათ მოთხოვნას სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დასკვნის მიხედვით, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ.

“დასკვნაში საუბარია რვა დამატებით მიზეზზე, რის გამოც “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის აღნიშნულია სანქციის სიმკაცრე, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო სწორედ ამ საფუძვლით.

ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები