კაროლინ ლევიტი - ტრამპი კიევზე დარტყმით ბედნიერი არ იყო, მაგრამ არც გაკვირვებული, ვფიქრობ, ის ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს

ტრამპი კიევზე დარტყმით ბედნიერი არ იყო, მაგრამ არც გაკვირვებული, ვფიქრობ, ის ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ვიცი, პრეზიდენტი რას ფიქრობს, ვინაიდან ამაზე ვესაუბრე. ის ბედნიერი არ იყო ამ ამბით, მაგრამ გაკვირვებულიც არ იყო. ეს ორი ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანი არიან ერთმანეთთან ომში. რუსეთმა ეს თავდასხმა განახორციელა კიევზე და უკრაინამ აგრეთვე ცოტა ხნის წინ დარტყმა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ ფაქტობრივად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% გაანადგურეს თავისი დარტყმებით აგვისტოს განმავლობაში. ასე რომ, პრეზიდენტი აგრძელებს ამაზე ყურადღებით დაკვირვებას და ეს მკვლელობები, სამწუხაროდ, გაგრძელდება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტს სურს ამის დასრულება…შესაძლოა, ამ ომის ორივე მხარე თავად არ არიან მზად ამ ომის დასრულებისთვის, მაგრამ პრეზიდენტს ამის დასრულება სურს და ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებსაც ასევე უნდა სურდეთ ამის დასრულება. ვფიქრობ, პრეზიდენტი ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს”, - განაცხადა ლევიტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე