პოლონეთის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონებით შეჭრა დაფიქსირდა, თუმცა მათ ზიანი არ გამოუწვევიათ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს.

„გვქონდა საჰაერო სივრცის ორი დარღვევა. აღნიშნულ დარღვევას სრულად აკონტროლებდა ეროვნული ძალებისა და სახელმწიფო თავდაცვის სისტემის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა, გენერალმა მაცეი კლიშმა.

გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვიესლავ კუკულას განცხადებით, დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე ზიანის გამოწვევის გარეშე დატოვეს.

პოლონეთის არმიაში არ დააკონკრეტეს, თუ სად შეიჭრნენ დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში.

ცნობისთვის, ღამით რუსეთმა უკრაინის 500-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 14 ობიექტზე დაზიანდა და რკინიგზის ოთხი მუშა დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა