გია ხუხაშვილი - ჩვენ მარტო ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა არ გვაქვს, ოპოზიციის არალეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს, ამათაც არ ენდობა ხალხი -  ბიულეტენები და მოსაწვევები კი არ ბეჭდონ, ხალხს ელაპარაკონ და მოზიდვაზე იზრუნონ

ძალიან პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ ძალიან მიამიტურია გზა, რომელსაც ის გვთავაზობს. ის საკუთარ რესურსებს ობიექტურად ვერ აფასებს და მით უმეტეს ვერ აფასებს მოწინააღმდეგის რესურსებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, დღეს ოპოზიციის მხარეს რესურსი არ არის და ილუზიის შექმნით არაფერი გამოვა.

„რევოლუცია ძალიან მაღალი მხარდაჭერის გარეშე ვერ ხდება. გარდა ამისა, ამ რევოლუციას უნდა ჰყავდეს ლიდერები. კარგია, რომ დაბეჭდეს მოსაწვევები, მაგრამ მარტო მოსაწვევების დაბეჭდვა ხომ არ არის, ცოცხალი ადამიანები უნდა მოვიდნენ, თორემ ორი მილიონი მოსაწვევი დააწყვე მერე რუსთაველზე და იყავი. ეს რესურსი არ ჩანს, ამაშია პრობლემა. ნებისმიერ რევოლუციას ჭირდება ლიდერი, ვისაც ენდობა, მზადაა გაყვეს, ვინც დაანახებს უკეთეს მომავალს. ლიდერები არ არიან, არ არის დღეს რესურსი ოპოზიციის მხარეს, რევოლუციური რესურსი არ არის და ილუზიის შექმნით და მოლოდინების შექმნით, არ გამოდის არაფერი, ბუნდოვანი განვითარება აქვს ამ ყველაფერს. ოთხ ოქტომბერს დიდი პროტესტი შეიძლება იყოს, მაგრამ შედეგში რა მიგვიღია? ბუნდოვანია ძალიან ეს გზა, მე ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებიც ორ მილიონ ქართველს გამოიყვანენ. ორი მილიონი ქართველი რომ ვიღაცას მხარს უჭერდეს, ეს ხელისუფლება დიდი ხნის სახლში წასული იქნებოდა. ჩვენ ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა არ გვაქვს მარტო, ოპოზიციის არალეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს. ამათაც არ ენდობა ხალხი და ბიულეტენები კი არ ბეჭდონ და მოსაწვევები, ხალხს ელაპარაკონ და ხალხის მოზიდვაზე იზრუნონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი გადაცემაში „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათმა გათავისუფლებამ ოპოზიციაში ვაკხანალია და შეთქმულების თეორიების შექმნა გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეშიც კი წავიდნენ თავისი უკომპრომისო ბრძოლის გამო და იმაზე საუბარი, რომ რაღაც ტიპის გარიგებაში შევიდნენ ხელისუფლებასთან, ეს არის შეთქმულების თეორია, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, მაგრამ ბოღმით და ტრადიციული ქართული აგრესიით განპირობებული... ბიძინა ახლა იცინის ვაკხანალიაზე და შეთქმულების თეორიებზე, რაც ოპოზიციაში ხდება. ადამიანები ციხიდან გამოუშვეს და ლანძღავენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა