სერბეთში პოლიციამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სერბეთში პოლიციამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციამ ქალაქ ნოვი სადის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 11 პოლიციელი დაშავდა.

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებას არ დავუშვებთ. სერბეთი ძლიერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტის თქმით, დემონსტრაციების უკან უცხოური უსაფრთხოების სამსახურები დგანან და აღნიშნა, რომ კვირას მთავრობის მხარდამჭერები საპასუხო აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.

დემონსტრაციები, რომელშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, ძირითადად მშვიდობიანი იყო 13 აგვისტოს მომხდარ შეტაკებამდე, როდესაც მთავრობის მხარდამჭერებმა კონტრდემონსტრაციები გამართეს, რის შედეგადაც, ათობით პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე