PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე „Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე - „Ad Black Sea 2025“, PSP-ს კამპანიებმა ჯამში 18 ჯილდო - გრან პრი, 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. თავად PSP კი საუკეთესო ლოკალურ კლიენტად დასახელდა. ფესტივალზე PSP-ს ორი სარეკლამო კამპანია - „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ იყო წარდგენილი.

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ფესტივალის გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა ხოლო, „მე ვარ გოგომ“, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზი მიიღო.

ორივე კამპანია სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ განსაკუთრებულია ისტორიით - ვიდეოს კადრირება და გახმოვანება, რეჟისორის და მსახიობის პატიმრობაში ყოფნის დროს არის შესრულებული. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი - მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი.

“მე ვარ გოგო” კი ქალთა დღისადმი მიძღვნილი ვიდეოა, რომელიც გენდერული ნიშნით სელექციურ აბორტს ეხმაურება და მაყურებელს თვალისმომჭრელი კადრების შემდეგ, მტკივნეულ რეალობასთან ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოს უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო - ვერცხლი და ბრინჯაო „კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე"; ასევე, ბრინჯაო „Baku Flames კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე“.

„Ad Black Sea“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას - საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე