უკრაინამ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი დაასრულეს

უკრაინამ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი დაასრულეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მოლაპარაკებების ბოლო, მე-11 სექციის შესახებ - „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ - დასრულდა.

უკრაინის ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე უკრაინამ 28 თემატური ბლოკი წარმოადგინა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის რეფორმების, სახელმწიფო მხარდაჭერის, ბაზრის რეგულირებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარების შესახებ.

„აღნიშნულმა უკრაინის მზადყოფნა დაადასტურა, რომ მზად არის ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეხუთე კლასტერის მე-11 სექცია: „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ მოიცავს სავალდებულო წესების დიდ რაოდენობას, რომელთა უმეტესობა უკრაინაში ძალაში შევა გაწევრიანებისთანავე, დამატებითი სამართლებრივი აქტების მიღების საჭიროების გარეშე.

ცნობისთვის, ივლისში უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მეოთხე კლასტერის სკრინინგი წარმატებით დაასრულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე