პოლონეთის პრეზიდენტი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, 10 სექტემბრის ღამეს, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა „მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო“.

„რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო. ეს ისეთი თავდასხმაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი ვლადიმერ პუტინი“, - განაცხადა ნავროცკიმ.

მისი თქმით, „სავარაუდოდ, ნატო-ს ტერიტორიაზე მსგავსი თავდასხმები აღარ მოხდება, თუმცა ალიანსი მზად უნდა იყოს“.

„ნატო კიდევ უფრო უკეთ მომზადებული იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ. მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ამით შეგვიძლია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა