იტალიის თავდაცვის მინისტრი - ქვეყანა რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად არ არის

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს განცხადებით, ქვეყანა რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის მზად არ არის.

კროსეტოს თქმით, იტალიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო და ამის ერთ ან ორ წელიწადში კომპენსირება შეუძლებელია.

„ჩვენ არ ვართ მზად რუსეთის ან სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის, ამას დიდი ხანია ვამბობ. მიმაჩნია, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მას თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, თუ რომელიმე გიჟი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას: მე პუტინზე არ ვსაუბრობ, მე ნებისმიერზე ვსაუბრობ“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ იტალია „იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილს შეაქვთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს თავდაცვაში“.

უკრაინაზე საუბრისას, კროსეტომ იმედი გამოთქვა, რომ „საერთაშორისო საზოგადოება დააჩქარებს მოქმედებას მომდევნო კვირებში, რადგან ჩვენ დრო აღარ გვაქვს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე