ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად დაბომბვა და შავი კვამლი დააფიქსირა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად დაბომბვის ხმა და ახლომდებარე სამი ადგილიდან შავი კვამლის ამოსვლა დააფიქსირა, - ამის შესახებ ორგანიზაციის განაცხადებაშია აღნიშნული.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გუნდს აცნობეს, რომ რამდენიმე საარტილერიო ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის გარეთ მდებარე ტერიტორიას, რომელიც სადგურის გარე დიზელის საწვავის შესანახი ობიექტიდან, დაახლოებით, 400 მეტრში მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ამ ინციდენტმა დაზიანებულ მცენარეულობაში ხანძარი გამოიწვია, რომელიც ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის ან აღჭურვილობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა, ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუდმივ საფრთხეებს, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას და დაცვას ემუქრება.

„სამხედრო მოქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ის, რაც ოდესღაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო - დაბომბვა ან სხვა სამხედრო მოქმედება მსხვილი ბირთვული ობიექტების მახლობლად - ამ საშინელი ომის დროს რეგულარულ მოვლენად იქცა. არაერთხელ გამოვედი მოწოდებით, მაქსიმალური სამხედრო თავშეკავება გამოიჩინონ ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს და დღესაც იგივეს ვაკეთებ. ეს უნდა შეწყდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს