Associated Press - სლოვაკეთში მთავრობის ეკონომიკური ზომებისა და პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები 16 დიდ ქალაქში გაიმართა, მათ შორის დედაქალაქ ბრატისლავაში.

აქციების ბოლო ტალღა ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა გამოიწვია, სადაც ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მესამედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამასთან, მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულმა მკაცრი ეკონომიის ზომების პაკეტმა მომიტინგეების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა.

მთავრობა აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რომელიც შარშან 5.3% იყო და მოსალოდნელია, რომ წელსაც 5%-ს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება.

ზომები მოიცავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის საფასურის გაზრდას, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადს და ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე დამატებული ღირებულების გადასახადს, ასევე ეროვნული დღესასწაულების შესაძლო შემცირებას.

პროფკავშირები და სხვა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები დაზარალდებიან, ბიზნესის წარმომადგენლები კი ჩივიან, რომ ზომები ეკონომიკის გაძლიერებას ხელს ვერ შეუწყობს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ