ენერგოეფექტურობა სამშენებლო სექტორში - საჯარო დისკუსია EBA Georgia-სა და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მზარდი მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებამ გააერთიანა სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელსაც წარმოადგენდა კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის დრაკინოსი და ინვესტორთა საბჭო, მისი ხელმძღვანელის, გიორგი ჩერქეზიშვილის სახით.

შეხვედრის მნიშვნელოვანი თემები იყო ენერგოეფექტური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება, ინოვაციური ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით განხორციელებული გამორჩეული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სამშენებლო სექტორში მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი რეგულაციები, ფინანსური და სამართლებრივი სტიმულაციები, აგრეთვე ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც კომპანიებს ეხმარება ოპტიმიზაციის, რესურსების დაზოგვისა და ეკოლოგიური ეფექტიანობის მიღწევაში. დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობასა და ახალი მასალების დანერგვის პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურ სისტემებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც საკუთარ გამოცდილება და ხედვები გააზიარეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა "ბაზალტ ფაიბერსი", "დიო", "თეთრი კვადრატი", "ნოვა" და "ჯი არ სი". კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება ენერგოეფექტურ პროექტებში. დისკუსიამ წარმოაჩინა, რომ ენერგოეფექტურობა არ არის მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა — ეს არის ფართო სტრატეგიული ხედვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რესურსების დაზოგვას, გარემოს დაცვას და მომხმარებელთა მოთხოვნებზე უკეთ პასუხის გაცემას. მსგავსი პლატფორმების და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს სექტორის გრძელვადიან განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBA-ს სამშენებლო კომიტეტის როლის წარმოჩენას — ეს არის ღია პლატფორმა სექტორისთვის, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, ინჟინრებს, დარგის სპეციალისტებს და პოლიტიკის ავტორებს. კომიტეტი ხელს უწყობს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და მიზნად ისახავს ინდუსტრიის სტანდარტების, მდგრადი ინიციატივებისა და გაუმჯობესებული ნორმების განვითარებას.

ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორისთვის, სადაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების გაცვლა ხელს უწყობს ენერგოეფექტური სამშენებლო კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს