კიმ ჩენ ინი - თუ აშშ შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, არ არსებობს მიზეზი, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდეთ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, თავი აარიდოს აშშ-სთან მოლაპარაკებებს, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს მოთხოვნას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირადად მე, ჯერ კიდევ სასიამოვნო მოგონებები მაქვს აშშ-ის პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპთან დაკავშირებით. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, მიიღებს რეალობას და მოისურვებს ნამდვილ მშვიდობიან თანაარსებობას, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დავსხდეთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მან უარყო ნებისმიერი ეტაპობრივი გეგმა ჩრდილოეთ კორეის განიარაღებასთან დაკავშირებით.

„მსოფლიომ უკვე კარგად იცის, რას აკეთებს შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც ქვეყანას აიძულებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და განიარაღდეს. ჩვენ არასდროს დავთმობთ ბირთვულ იარაღს“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარს არც მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ იტყვის.

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, სანქციები გამოცდილება იყო და მისი ქვეყანა უფრო ძლიერი და მდგრადი გახადა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს