ლარს ლოკე რასმუსენი - რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია - ჩვენ მოქმედების ეს ტაქტიკა საქართველოში შეჭრამდე უკვე ვნახეთ, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.

„რუსეთის მიერ ესტონეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ბოლოდროინდელ დარღვევას ვგმობ. ესტონეთის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კვლავ ურყევი რჩება“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

მისი თქმით, „რუსეთის მეზობლებს, სრულიად საფუძვლიანად, ეშინიათ, რომ უკრაინის შემდეგ შეიძლება შემდეგი ისინი გახდნენ“.

„რუსეთი ქვეყნების დაშინებას ისახავს მიზნად, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ და ასევე, ჩვენი სიმტკიცის გამოცდისთვის. რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია უკრაინაში, ბალტიის ზღვაში, შავ ზღვაში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ მოქმედების ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში შეჭრამდე, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა