კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია

კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დანიის პოლიციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე 2-3 დიდი ზომის დრონი დააფიქსირეს.

FlightRadar-ის ინფორმაციით, კოპენჰაგენის აეროპორტში ფრენები დრონების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ადგილობრივი დროით 20:26 საათისთვის შეჩერდა.

ფრენების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გამოცემას აეროპორტის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა