„საქართველოს ბანკი“ 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით - Global Finance

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკი“ 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მათ შორის, ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით სამ ნომინაციაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა:

  • ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით;
  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში;
  • ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით.

„ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. ეს არის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი იღებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ინტეგრირებულ პლატფორმებს, რომლებიც თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს პასუხობს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მომხმარებლებს როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საქმიანობას გაუადვილებს და განვითარებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა.

საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში