ბაზისბანკი წარმოგიდგენთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თბილისური ბროწეულები“

ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს – „თბილისური ბროწეულები“.

ფესტივალი ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას და გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელიც ასახავს ფარაჯანოვის შთამბეჭდავ და მრავალმხრივ შემოქმედებით გზას.

თბილისური ბროწეულები წელს განსაკუთრებით გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით. ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც მონოლოგურ წარმოდგენებსა და კამერულ დადგმებს, ასევე ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების ნამუშევრებს.

ფესტივალი წელს 7 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს ლიეტუვადან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფიგურები, როგორებიც არიან ლიეტუველი რეჟისორი – ოსკარას კორშუნოვასი და გერმანელი ქორეოგრაფი რაინერ ბერი, პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელიც ფესტივალზე წარსდგება რეჟისორისა და შემსრულებლის ამპლუაში, რაც პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ემოციურ მუხტს სძენს.

„თბილისური ბროწეულები“ თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ეზიარონ საერთაშორისო სცენის საუკეთესო ნამუშევრებს.

ფესტივალის პროგრამის და ბილეთების შესახებ ინფორმაციას გაენობით აქ

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე