დიმიტრი მედვედევი - რუსეთის შესახებ ტრამპის კომენტარები აჩვენებს, რომ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა - სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მწვანე პიანისტს კაპიტულაციაზე ხელმოწერას შესთავაზებს, ან მარსზე გაფრინდება მასკთან ერთად

რუსეთის შესახებ დონალდ ტრამპის კომენტარები აჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ტრამპი კვლავ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და ცარიელი პოლიტიკური განცხადებები გაავრცელა თემაზე, თუ „რამდენად სუსტია რუსეთი“. მან კიევისა და პარიზის კლოუნებთან შეხვედრის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაფერია, მათ შორის, კიევის საბოლოო გამარჯვება, ძველ საზღვრებში დაბრუნება, რუსეთის ჩამოშლილი საომარი ეკონომიკა, ბენზინზე რიგები და ასევე, ისიც, რომ რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია“. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად არის“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „ეჭვი არ ეპარება, რომ ტრამპი მობრუნდება, რადგან ის ყოველთვის უკან ბრუნდება“.

„სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ის მწვანე პიანისტს [ვოლოდიმირ ზელენსკი] კაპიტულაციაზე ხელმოწერას შესთავაზებს. ან შეიძლება მარსზე გაფრინდეს მასკთან ერთად, რომელსაც აპატია. ან შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოს, რაც მას ნობელის პრემიის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მთავარია რაც შეიძლება ხშირად შეიცვალო შენი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე და ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ეს წარმოადგენს სოციალური ქსელების მეშვეობით წარმატებული სახელმწიფო მმართველობის არსს“, - აღნიშნა მედვედევმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე