ლატვიის პრეზიდენტი - რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა რიგაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ნატო-ს შესაძლებლობებში, რომ ალიანსი წევრ სახელმწიფოებს დაიცავს და ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს.

„საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სლოგანებს არ ეხება, არამედ რეალურ შესაძლებლობებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ, როგორც ახალი, ასევე ტრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობს ნატო-სა და ევროპის გამოცდას“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ეს ლატვიაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პირველი კონფერენციაა. შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე უძღვება.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში