რა სიახლეებია „ქებული კლიმატში“ 2025 გათბობის სეზონისათვის?

„ქებული კლიმატის“ 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც ვიზიტორებს მაქსიმალურად სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. „ქებული კლიმატი“ 2005 წლიდან წარმოადგენს საქართველოს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სექტორის ერთ-ერთ მთავარ ძალას და უმსხვილეს იმპორტიორს. კომპანია უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 11 რეგიონალური ფილიალით და 4000 კვადრატული მეტრის ლოჯისტიკური ჰაბით ქებული კლიმატი პროდუქციის სწრაფ და ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს სანდოობით აღიარებულ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორიცაა ბოში, ფეროლი, ჰაიერი, გრუნდფოსი და სხვა. პროდუქცია დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტებით და ყველა დანადგარი სრულადაა ადაპტირებული საქართველოს კლიმატურ პირობებზე.

ქებული კლიმატის პროდუქტებსა და სერვისებს ენდობიან როგორც ოჯახები, ისე პროფესიონალები. ნებისმიერი სივრცე, სადაც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ, ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. სწორედ ამიტომ, „ქებული კლიმატი“ მიზნად ისახავს ყოველი ასეთი სივრცე გარდაქმნას სიცოცხლით სავსე კომფორტულ გარემოდ.

ამასთანავე, კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ზრუნვით, რაც თანამედროვე სერვისში, პროდუქციის საიმედოობასა და სამართლიან ფასებში აისახება. 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 22 სექტემბრიდან, კომპანია მომხმარებლებს ცენტრალური გათბობის ქვაბებსა და კონდიციონერებს სპეციალურ ფასად სთავაზობს, ხოლო ორივეს ერთად შეძენის შემთხვევაში – განსაკუთრებულ ფასდაკლებას 1000₾-მდე. 18 ოქტომბრის ჩათვლით პროდუქციის შეძენის მსურველებს საშუალებას აქვთ, როგორც კომპანიის ფილიალებში, ასევე, ონლაინ მაღაზიაში www.qebuli-climate.ge, მიიღონ სანდო და ხარისხიანი პროდუქცია განსაკუთრებულ ფასად და მოამზადონ სახლი ყველა სეზონისთვის!

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს