მურთაზ ზოდელავა - ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა- მე მზად ვარ, საკუთარი სხეულით შევხტი დღეს სპეცრაზმელების რიგში, ჩემი სხეული, სიცოცხლე გავწირე ამისთვის - ხვალ, ზეგაც მზად ვარ! მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე!

ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა- მე მზად ვარ, საკუთარი სხეულით შევხტი დღეს სპეცრაზმელების რიგში, ჩემი სხეული, სიცოცხლე გავწირე ამისთვის. ხვალ, ზეგაც მზად ვარ! მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე! - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ პარლამენტის შენობის წინ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზოდელავამ აღნიშნა, რევოლუცია არ არსებობს 2-3 საათიანი, ეს პროცესია, რომელსაც სჭირდება რამდენიმე დღიანი ბრძოლა.

„დღეს ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური პროცესი. დღეს დაიწყო დიდი რევოლუცია! რევოლუცია არ არსებობს 2-3 საათიანი, ეს პროცესია, რომელსაც სჭირდება რამდენიმე დღიანი ბრძოლა, შერკინება და რევოლუცია გაიმარჯებს.

მთავარი, რაც მოხდა დღეს, ეს არის ამ პროცესის დასაწყისი, რომელსაც სჭირდება დგომა ხვალ, ზეგ. მეტი უნდა გამოვიდეთ, იგივე რაოდენობა, უფრო მეტი, გავიმარჯვებთ, არ დავნებდებით. ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა. მე მზად ვარ, საკუთარი სხეულით შევხტი დღეს, სპეცრაზმელების რიგში, ჩემი სხეული, სიცოცხლე გავწირე ამისთვის. ხვალ, ზეგაც მზად ვარ. მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე! ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი. დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო დიდი რევოლუცია, რომელსაც სჭირდება მდგრადი შერკინება, ურთიერთგამაგრება და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ზოდელავამ, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა და ისმოდა შეძახილები: „დღეს დაიწყო და დღეს უნდა დამთავრდეს, ხვალ აღარ გამოვალთ“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!